აბაშაში კაცმა მეზობელი დაჭრა - დაკავებულია ერთი პირი

05 მაი 2026

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს აბაშაში. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობელი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა იგი ცხელ კვალზე დააკავეს. 

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.