05 მაი 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანში პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზინდეტთან შეხვედრას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობაა, რომელიც უნდა აღდგეს.
პრემიერის განცხადებით, ორი ქვეყნის ხელისუფლებასა და ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა არსებობდეს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს და გულშემატკივრობს უკრაინას.