რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი

05 მაი 2026

საქართველოს რკინიგზაში მოდერნიზაციის ეტაპი იწყება - პრეზენტაციას პრემიერი ეკონომიკის მინისტრთან ერთად დაესწრო. პროექტი ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის განახლებას ითვალისწინებს. საქართველოს რკინიგზა გეგმავს 50-მდე ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას.

მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო მატარებლებზე გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. პარალელურად მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გადაზიდვის მოცულობებს სატვირთო მატარებლებზე. ასევე საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს.

უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი, ასევე სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია. 

უახლოეს პერიოდში არსებულ რეისებს ახალი მიმართულებები დაემატება. ზაფხულის სეზონიდან კი მატარებლები მგზავრებს თბილისიდან ბათუმში ოთხ საათში ჩაიყვანენ. 

ასევე, იგეგმება ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის აღდგენაც.