ფოთში სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში ნავიგაციის ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა

04 მაი 2026

ფოთი საზღვაო განათლების ახალ ეტაპზე გადადის — ქალაქში, დაარსებიდან პირველად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალში ნავიგაციის ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა ამოქმედდა.

ეს ნიშნავს, რომ მომავალი მეზღვაურების მომზადება უკვე შავი ზღვის კიდევ ერთ სტრატეგიულ პორტში დაიწყება, სადაც განათლება და პრაქტიკა ერთმანეთს დაუახლოვდება და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო საზღვაო კარიერისთვის კიდევ ერთი გზა გაიხსნება.