ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეხვედრა გიდებთან

04 მაი 2026

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში მოქმედი გიდების ოთხი ასოციაციისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე უძღვებოდა „შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებისა და აღსრულების მექანიზმის შესახებ იმსჯელეს. 

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს კვოტირების საკითხები, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივი გიდების რესურსი სრულად პასუხობს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას.

შესაბამისად, გადაწყდა, რომ კულტურული გიდების მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვოტირება ნულოვანი დარჩება.