სამშენებლო მასალებისა და უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენა

05 დეკ 2025

ბათუმში ,,სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების“ მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებაში 80-მდე ადგილობრივი და უცხოური კომპანია  მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ახალი კონტაქტების მოძიების, ასევე ფორმატით გათვალისწინებულია ორმხრივი შეხვედრები და შესაბამისად გამოცდილების გაზიარება. 

საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია Expo Batumi.