04 მაი 2026
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გრძელდება. ამ წუთებში მხარეებს შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრები. სამიტის ფარგლებში დელეგატებს სიტყვით მიმართა მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.
სამიტს ვიდეო ფორმატით შეუერთდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის რეალური დადასტურებაა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანმა სამიტის სომხეთში ჩატარებას დაუჭირა მხარი და თავის მხრივ იმედოვნებს, რომ 2028 წელს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტს ბაქოში უმასპნძლებს.
„ეს არის ისტორიული სამიტი“ - განაცხადა ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტიმა, ანტონიო კოშტამ აღნიშნა, რომ ღონისძიება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმების შედეგია. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, დღეს ერევანში მიმდინარე სამიტში მონაწილეობს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი.
ფაშინიანის თქმით, ეს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სომხეთში.