04 მაი 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა.
პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა, საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხო.
შეხვედრაში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ.