04 მაი 2026
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის წიგნების შეგროვების აქციას „შეაგროვე ცოდნა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეუერთდა.
უწყების ინფორმაციით, მსჯავრდებულებისთვის 1700-ზე მეტი წიგნი შეგროვდა, რომლებიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადანაწილდება.
სამინისტროში ასევე გაიმართა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.