04 მაი 2026
ხულოს დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. მაყურებელი „მაცეკვე ტანგოს“ იხილავს. წარმოდგენა ნინო მირზიაშვილის პიესის მიხედვითაა დადგმული, რომლის რეჟისორიც პეტრე ჩარგეიშვილია.
დადგმა ერთმოქმედებიანი კომედიაა და ორ ოჯახს შორის ურთიერთობებს, თანამედროვე გამოწვევებსა და ყოველდღიურ, ხშირად კომიკურ სიტუაციებს ასახავს.
პრემიერა ხვალ 17:00 საათზე შედგება და დასწრება თავისუფალია.