04 მაი 2026
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ დედაქალაქში მრავალსართულიან შენობას დრონი მოხვდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, რომ დრონი შეეჯახა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელიც კრემლიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მოსფილმის ქუჩაზე მდებარე „ელიტურ საცხოვრებელ კომპლექსთან“ აფეთქების ხმა გაისმა. ტერიტორია შემოღობილია. დაზიანდა სამი ბინა.