04 მაი 2026
ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. 7 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა.
მშენებლობის დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება და მისი ღირებულება 191 მილიონ 12 ათას 850 ლარს შეადგენს. პროექტი გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში სტადიონი, ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცეები მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დევნილთა სააგენტოს დირექტორი გაეცნენ.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.