04 მაი 2026
ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის სავარაუდო გავრცელების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გემზე ვირუსის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, კიდევ ხუთი საეჭვო შემთხვევის გამოძიება კი მიმდინარეობს.
დაღუპულებიდან ორი ნიდერლანდების, ერთი კი ბრიტანეთის მოქალაქეა.
გემი, რომელზეც 150-მდე მგზავრი იმყოფებოდა, არგენტინიდან კაბო-ვერდესკენ დაახლოებით სამი კვირის წინ გაემგზავრა. ჰანტავირუსი, ძირითადად, მღრღნელების საშუალებით ვრცელდება. მან შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადება ფატალური შედეგით