04 მაი 2026
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ დღეიდან ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემების გამოყვანას დაიწყებს. მისი მტკიცებით, „ქვეყნებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგან თითქმის ყველა არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის დავაში“, სთხოვა აშშ-ს გაეთავისუფლებინა გემები, რომლებიც სრუტეში არიან „ჩაკეტილი“.
მისი თქმით, გემები იმ ტერიტორიებიდან არიან, რომლებიც არანაირად არ არიან ჩართულები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში.
აღნიშნა, რომ თუ პროცესში ჩარევა მოხდება, ამ ჩარევას ძალით უპასუხებენ.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ ირანთან ძალიან პოზიტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.