არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის სკრინინგი

04 მაი 2026

სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში  მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მოქალაქეებმა ჩაიტარეს  ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე, არაგადამდები დაავადებების,ბე და ცე ჰეპატიტების, აივ ინფექციის სკრინინგი.    

კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია - ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევების და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას.

სახელმწიფო ასევე, სრულად აფინანსებს ბე და ცე ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.