დაკავება ძარცვის მცდელობის ფაქტზე 

04 მაი 2026

ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს მცხეთაში.  სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ძარცვის მიზნით ბრალდებულმა სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და სახლში მყოფ პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.  

პოლიციამ ბრალდებული  დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავა.  დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.