თეა ახვლედიანის თავმჯდომარეობით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა

04 მაი 2026

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი თავმჯდომარეობდა.

თეა ახვლედიანმა სხდომის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2025 წელს შესრულებული საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და კონსოლიდირებული ანგარიშის წარუდგინა.

სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე, ასევე ჯერ კიდევ არსებულ საჭიროებებზე. თეა ახვლედიანის განცხადებით, პოლიტიკა შესაბამისობაშია არსებულ საჭიროებებთან და უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობისთვის აუცილებელი შესაძლებლობების შექმნას.