04 მაი 2026
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას გამოეხმაურნენ ოპოზიციასა და მმართველ გუნდში, ოპოზიცია კალასის კრიტიკული განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველო ქართული ოცნების პირობებში ვერ იყენებს ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შუა დერეფნისა და დაკავშირებადობის კონტექსტში.
მმართველ გუნდში კი კალასს დემოკრატიის უკუსვლის გზაზე მყოფს უწოდებენ და ამბობენ, რომ მისგან კრიტიკული განცხადებები ნაკლებად საყურადღებოა.
რაც შეეხება სოხმეთში მიმდიანრე სამიტში საქართველოს პრფემიერ-მინისტრის მონაწილეობას, მმართველი გუნდის წევრების შეფასებით ირაკლი კობახიძის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას საშუალება ექნება მოსაზრებები დააფიქსიროს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის თემაზე.
ქართული ოცნების წერევბის განცხადებით საქართველო მზად არის სამართლიანი პარტნიორობისთვის.