04 მაი 2026
თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში მეოცე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციისთვის ბრძოლას აგრძელებს. 21-21 მოგება აქვთ „ვალენსიას“ და „მურსიას“, რეგულარული ეტაპის დასრულებამდე კი ხუთი ტურია დარჩენილი.
რაც შეეხება 29-ე ტურის მატჩს, „ბარსელონამ“ „გრან კანარიას“ უმასპინძლა და 91:69 დაამარცხა. თორნიკემ 23 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
მის ანგარიშზე 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმოა. მატჩის ბომბარდირი 23 ქულით ბარსელონელი კევინ პანტერი გახდა.