ქართველი კალათბურთელებისთვის რეგულარული სეზონი დასრულდა

04 მაი 2026

„ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტ პისტონსთან“ სერიაში დამარცხდა და სეზონიც დაასრულა. 3:1 დაწინაურების შემდეგ გოგა ბითაძის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ პლეი-ოფს დაემშვიდობა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში ქართველ კალათბურთელს თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. სეზონი დასრულდა სანდრო მამუკელაშვილისტოტორნტოსთვისაც“.

კლივლენდთან“ გადამწყვეტი შეხვედრა კანადელებმა 102:144 წააგეს და პლეი-ოფს ისინიც გამოეთიშნენ. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა პარკეტზე რვა წუთი გაატარა, მისი მონაგარი კი მხოლოდ ექვსი ქულა იყო.