სანდრო ბაზაძის პირველი ტიტული 2026 წელს

04 მაი 2026

ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონმა, სანდრო ბაზაძემ სამხრეთ კორეაში გამართულ გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისთვის ეს 2026 წლის პირველი ჯილდოა. უახლოეს მომავალში ბაზაძეს მნიშვნელოვანი ტურნირები ელის.

15-17 მაისს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გაიმართება, 22-23 მაისს კაირო მსოფლიოს თასს უმასპინძლებს, ხოლო 16-21 ივნისს ტალინში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება, სადაც ქართველი მოფარიკავე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი 2025 წელს თბილისში გახდა.