„რეალმა“ მოიგო, „ბარსელონას“ ჩემპიონობა გადაიდო

04 მაი 2026

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 34-ე ტურში „ესპანიოლი“ დაამარცხა და „ბარსელონას“ ჩემპიონობა მინიმუმ ერთი ტურით გადაიდო. მეორე ტაიმში ვინისიუსმა დუბლი შეასრულა და ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ალვარო არბელოას გუნდმა 2:0 მოიგო. მადრიდის „რეალმა“ 77 ქულა დააგროვა და 11 ქულით ჩამორჩება „ბარსელონას“, რომელსაც მომდევნო ტურში შეხვდება.

„ელ კლასიკო“ 10 მაისს გაიმართება. შესაძლებელია, რომ "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" გახდეს ჩემპიონი, ამისთვის ჰანსი ფლიკის გუნდს ფრეც ეყოფა.