04 მაი 2026
სერია A-ს 35-ე ტურში მილანის „ინტერმა“ „პარმა“ დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა. კრისტიან კივუს გუნდს ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ მაინც მოიგო.
ორივე ტაიმის მიწურულს მილანელებმა გოლები გაიტანეს, ჯერ მარკუს ტურამმა, შემდეგ ჰენრიხ მხითარიანმა და „ინტერმა“ 2:0 გაიმარჯვა.
„ინტერს“ 82 ქულა აქვს, 12 ქულით უსწრებს „ნაპოლის“, რომელიც მეტოქეს ვეღარ დაეწევა. „ინტერი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში 21-ედ გახდა.