„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

04 მაი 2026

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპული“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. „იუნაიტედმა“ საწყის 14 წუთში ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

ანგარიში მათეუშ კუნიამ გახსნა, მალევე ბენჟამინ შეშკომ სხვაობა მეორე ტაიმში სხვაობა ჯერ დომინიკ სობოსლაიმ შეამცირა, ხოლო შემდეგ კოდი გაკპომ გაათანაბრა. 77-ე წუთზე კობი მეინუმ გამარჯვების გოლი გაიტანა და „იუნაიტედმა“ 3:2 მოიგო.

„ლივერპულში“ არ უთამაშია გიორგი მამარდაშვილს, რომელიც ისევ ტრავმირებულია. „მანჩესტერი“ 64 ქულით მესამე ადგილზეა დ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა.

ამ მიზანთან ახლოსაა „ლივერპულიც“, რომელიც 58 ქულით მეოთხეა და მომდევნო ტურში 9 მაისს, „ჩელსის“ უმასპინძლებს.