03 მაი 2026
მზადება გაფართოებული საეკლესიო კრებისთვის, რომელიც 17 მაისამდე გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქობის სამი კანდიდატიდან 20 ხმა არცერთს არ ექნება, მეორე ტური - იმავე დღეს გაიმართება.
ხმების უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კი, ახალი პატრიარქის ვინაობა პირველივე კენჭისყრაზე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, 28 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, სადაც პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.