პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს - ცოტნე ანანიძე

03 მაი 2026

პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანანიძე პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით მიღწეულ შედეგს ეხმაურება.

„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს“, - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.