საერთაშორისო საბალეტო მასტერკლასები ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლაში

03 მაი 2026

საერთაშორისო საბალეტო მასტერკლასები ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური ბალეტის სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის -2 დღიან ვორქშოპს საერთაშორისო დონეზე აღიარებული იტალიელი ბალეტის ქორეოგრაფები - ტომასო რენდა და ილენია მონტანიოლი უძღვებოდნენ.
პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის მიზანია ახალგაზრდა ბათუმელი ბალერინების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მათი პოტენციალის წარმოჩენა და საერთაშორისო პროექტებში ჩართვა.  უწყების ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება საერათაშორისო საბალეტო ვორქშოპის ორგანიზება ბათუმში სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით.