03 მაი 2026
ბათუმში ინგლისურ სპორტინგში საქართველოს თასის სარეიტინგო ეტაპი მიმდინარეობს. ჩემპიონატში 51 მსროლელი მონაწილეობს, რომლებიც ოთხ კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი.
ინგლისური სპორტინგი სანადირო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული სროლის დისციპლინაა, რომელიც მონაწილეებს მოძრავ სამიზნეებზე რეალურ პირობებთან მიახლოებულ გამოცდილებას სთავაზობს.
ორგანიზატორების განმარტებით, აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, როგორც პროფესიონალ მსროლელებში, ისე სპორტული სროლით დაინტერესებულ ადამიანებში.
მათივე განცხადებით, მსგავსი ჩემპიონატები სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას, რომლებიც მიმდინარე ტურნირში წარმატებით ასპარეზობენ. ორგანიზატორების თქმით, სპორტული სროლის განვითარება ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი ნადირობის კულტურის ჩამოყალიბებას, ბუნებისა და ეკოსისტემის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას და ჯანსაღი სპორტული გარემოს შექმნას.
ჩემპიონატი ტრადიციული ხასიათისაა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად ტარდება.