03 მაი 2026
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, გუშინ, ბათუმში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაშავებულები, დაუყოვნებლივ, გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
"ბათუმში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები, დაუყოვნებლივ, გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.
დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წუხელ, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა.
შს სამინიტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.