საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

03 მაი 2026

გადაიტვირთება თუ არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები - საქართველოს ხელისუფლება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის მოლოდინშია. ვიზიტი მაისშია დაგეგმილი. დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოში სტუმრობას მმართველი გუნდი პოზიტიურ სიგნალად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღების წინაპირობა იქნება. მოსალოდნელ ვიზიტს დადებითად აფასებს ოპოზიციის ნაწილიც, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ეს არა ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ ქართველი ხალხის მიმართ გამოხატული ინტერესია.