03 მაი 2026
სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვალში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა.
ამ პერიოდში კომისიამ 11 სხდომა გამართა, დასკვნის სახით 104 გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა და რეკომენდაცია გასცა, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიზანი საბაზრო სექტორის ძირითად მოთამაშეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურული მოწესრიგებაა.
კომისიის რეკომენდაციები არასაკმარისია "ხალხის ძალისთვის". დასკვნას არ ეთანხმებიან გახარიას გუნდშიც, რომლებიც კომისიის მუშაობაში იყვნენ ჩართულები. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები დარეგულირდება.