რითეილ ასოციაციის განცხადება

02 მაი 2026

რამდენიმე პროდუქტზე სპეციალური საფასო პოლიტიკა გავრცელდება - ქსელური მარკეტები ფასების კომისიას განცხადებით პასუხობენ . როგორც "რითეილ ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეიქმნა საოჯახო კალათა და ამ კალათაში შემავალი პროდუქტები გაიყიდება სპეციალურ ფასად, თუმცა, ჯერ უცნობია რომელი პროდუქტები შევა ამ  კალათაში. „ვიმედოვნებთ, მწარმოებლები და მომწოდებლები უზრუნველყოფენ შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - წერია "რითეილ ასოციაციის" განცხადებაში.