02 მაი 2026
ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში უფასო დიაგნოსტიკური და მულტიპროფილური გამოკვლევები ტარდება. აქციაში ქვეყნის წამყვანი და საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები არიან ჩართული. მულტიპროფილური კვლევები განკუთვნილია საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.
აქტივობის მიზანი სხვადასხვა დაავადების დროული გამოვლენა და მკურნალობა. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ტიპის სამედიცინო აქციები ბათუმში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე რეგულარულად ხორციელდება და ის ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება. აქციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს პარლამენტი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ბათუმის მერია.