ქუთაისი გვირილობას აღნიშნავს

02 მაი 2026

115 წლიანი ტრადიცია, რომელიც წელსაც გრძელდება - ქუთაისი გვირილობას აღნიშნავს. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები. მოეწყობა ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო. დღესვე, დაჯილდოვდებიან საპატიო ქუთაისელები, ღონისძიება კი გალა-კონცერტით დასრულდება.