02 მაი 2026
ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა - ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დასასრულებლად აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების მიზნით ირანმა მოთხოვნები შეარბილა. წყაროების განცხადებით, თეირანი ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობების განხილვას აშშ-ს მხრიდან იერიშების დასრულებისა და ირანის პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან ერთად სთავაზობს. აქამდე თეირანი საზღვაო ბლოკადის მოხსნას მოლაპარაკებების წინაპირობად ასახელებდა. ასევე, ირანი აშშ-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვას სთავაზობს. ირანის ბოლო წინადადებით უკმაყოფილოა დონალდ ტრამპი. აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ირანის ნაადრევად დატოვებას არ აპირებს.