ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე აშშ ტარიფს 25%-მდე გაზრდის

02 მაი 2026

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფს 25%-მდე გაზრდის. განცხადება დონალდ ტრამპმა პალმ-ბიჩის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ტარიფების გაზრდის მიზეზად ევროპული ქვეყნების მხრიდან სავაჭრო შეთანხმების პირობების დარღვევა სახელდება.