02 მაი 2026
სტუდენტური ფესტივალი დაიწყო - მასშტაბური სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას წელს რუსთავმა უმასპინძლა. საზეიმო გახსნამდე კი სპორტის რამდენიმე სახეობაში შეჯიბრი მოეწყო.
სტუდენტური ფესტივალი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ათასობით სტუდენტი მონაწილეობს.
დაგეგმილია 45 კონკურსი შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. ფესტივალი ყველა დიდ ქალაქს მოიცავს და 21 ივნისს დაჯილდოვების ცერემონიით დასრულდება.
სტუდენტური ფესტივალი 2026-ის გახსნის ცერემონიას პრემიერთან ერთად აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.