დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ ირანში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს

02 მაი 2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის კონგრესს აცნობა, რომ ირანში სამხედრო მოქმედებები დასრულებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.  აშშ-ის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ „2026 წლის 7 აპრილის შემდეგ აშშ-ისა და ირანის სამხედრო ძალებს ერთმანეთის წინააღმდეგ ცეცხლი არ გაუცვლიათ“.  
როგორც გამოცემა წერს, ტრამპი „ფაქტობრივად გვერდს უვლის“ 1973 წლის კანონით დადგენილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა 60 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებისთვის კონგრესს ოფიციალური ნებართვისთვის უნდა მიმართოს.
1-ელ მაისს ირანში ომის დაწყებიდან 60 დღე გავიდა.  ამასთან, დონალდ ტრამპი კონგრესისთვის გაგზავნილ წერილში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას არ გამორიცხავს.