რუსეთ-უკრაინის ომში საახალწლო ზავზე საუბარი არ ყოფილა - პესკოვი

03 დეკ 2025

სპეციალური ოპერაციების ზონაში ახალი წლის ზავის შეთანხმების საკითხი ამჟამად არ განიხილება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამაზე ჯერ არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ახლა სრულიად სხვა პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა პესკოვმა ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, რომელიც თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა და  მხარეებს  რაიმე კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.