02 მაი 2026
პენტაგონი გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბრძანება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა გასცა და აღნიშნული პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.
ცნობისთვის, ირანთან მიმდინარე ომის გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შორის დაძაბულობა გაიზარდა . გერმანიის კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ამერიკელებს სტრატეგია არ აქვთ“, საპასუხოდ დონალდ ტრამპმა ფრიდრიხ მერცი „საშინლად“ შეაფასა და განაცხადა, რომ მას „არაფერი ესმის“.
გერმანიაში ამჟამად 36 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მსახურობს, რაც ევროპაში აშშ-ის ყველაზე დიდი კონტინგენტია.