02 მაი 2026
გაერო-ში ჩინეთის ელჩი ფუ ცონგი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას და ცეცხლის შეწყვეტა უნდა შენარჩუნდეს. ფუ ცონგის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნა ორივე მხარის ვალდებულებაა.
ამასთან, დონალდ ტრამპის ჩინეთში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ სრუტე ვიზიტის დროისთვის კვლავ დახურული თუ იქნება, ეს საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგში პირველ ადგილზე დადგება. ფუ ცონგმა ასევე უარყო ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებები ჩინეთისა და ირანის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.