საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში

02 მაი 2026

საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ხერსონში მიკროავტობუსს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა მიკროავტობუსს დრონის გამოყენებით დაარტყეს.
დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, შვიდი მგზავრი დაშავდა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.  დრონებით დარტყმები განხორციელდა ნიკოლაევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ასევე აფეთქებების ხმები ისმოდა სუმში.
რუსული უპილოტო საფრენი აპარატები ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქებშიც დაფიქსირდა. ოდესის ოლქში დრონებით იერიშები ქალაქ იზმაილში მდებარე პორტზე განხორციელდა.