01 მაი 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026"-ის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
პრემიერმა ახალგაზრდებს სტუდფესტის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასიხარულოა, რომ ღონისძიება 2014 წლიდან ტარდება და მასში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის ორგანიზატორებს - თბილისის მერიას, რუსთავის მერიას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.
„სტუდფესტი 2026"-ის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება სპორტული ტურნირები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები.
ფესტივალში 20 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.