პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

01 მაი 2026

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ცნობით ბრალდებულმა დაზარალებულის სახელზე ყალბი პასპორტი დაამზადა და ყალბი საბანკო ანგარიში გახსნა, შემდეგ კი თბილისში, მცხეთასა და რუსთავში მდებარე დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთები  მილიონ  354  ათას  ლარად გაასხვისა.

ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.