მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა

01 მაი 2026

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო საზღვარგარეთ იმ ქართულ დიასპორებთან შეხვედრას, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

„ამა წლის 1 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო.

საუბარი შეეხო საზღვარგარეთ იმ ქართულ დიასპორებთან შეხვედრას, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე“, – ნათქვამია ქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.