ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა

01 მაი 2026

ფასების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში და ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაშია.

მიზანშეწონილია სპეციალიზებული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა, რომელიც ბაზრის ეფექტიან მონიტორინგს, გამჭვირვალობას და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.

კომისია რეკომენდაციას გასცემს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რომ მოხდეს რბილი ჩარევა, ვიდრე ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს.

ფასების კომისიის დასკვნას არ ეთანხმებიან კომისიის წევრები ოპოზიციიდან, პარტია ''გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების თქმით, ფასების პრობლემა მხოლოდ კომპანიების ლობირებისა და მფარველობის აღმოფხვრით მოგვარდება. 

ფასების შემსწავლელი კომისია მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების სისტემის და ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის გაფართოების რეკომენდაციით გამოდის.

ასევე კომისიის რეკომენდაციაა ბავშვთა კვების პროდუქტებზე ცენტრალიზებული შესყიდვების მექანიზმი დაინერგოს.

კომისიის გადაწყვეტილებით, ამგვარი მექანიზმი ბავშვთა კვების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

დასკვნის მიხედვით ასევე სათანადო გამჭვირვალობა და კომერციული ურთიერთობები გაუგებარია. ზოგ შემთხვევაში რიგი გადასახადები არის ისეთი, რომელიც კომერციულ ურთიერთობებს არ ექვემდებარება. 

აუცილებელია სექტორის გაციფრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ საოპერაციო მოდელი იქნება გამჭვირვალე. 

შესაძლოა პროცესს 6-დან 9 თვემდე პერიოდი დასჭირდეს.