მსოფლიო ბანკის კონფერენცია

01 მაი 2026

მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უძრავი ქონების ტოკენიზაციის ინოვაციური ხედვა წარადგინა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

თამარ ზოდელავა მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში Land and Property Research Conference მონაწილეობს. საერთაშორისო ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევითი ნაშრომი წარადგინა, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს ეხება.