01 მაი 2026
ჭალის ტყის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ კახეთის რეგიონში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ტყის აღდგენის პრაქტიკასა და იმ მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და მდგრად მართვას.
შეხვედრა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO GEORGIA“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა და ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება.
პროექტის ფარგლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები სამ სამიზნე რეგიონში კახეთში, მცხეთა-მთანეთსა და გურიაში ხორციელდება.