იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

01 მაი 2026

იუსტიციის სახლსა და საქართველოში აკრედიტებულ 16 უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება ექნებათ აკადემიური ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ინიციატივა სტუდენტებს საკუთარ რეგიონში კონკურენტუნარიანი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში მოქმედ 9 სახელმწიფო და 7 კერძო უნივერსიტეტთან გაფორმდა.