01 მაი 2026
განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები და სამომავლო გეგმები - ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრაზე.
ამჯერად შეხვედრა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.
საუბარი შეეხო სასკოლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას, სახელმძღვანელოების განახლებას, სასკოლო ფორმებს და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.